კითხვა-პასუხი
რა ღირს?
Eleven-ი ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქვეყანაში, ყველგან არის სხვადასხვა ფასი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ იჯარის ხელშეკრულებაში ვებსაიტზე ან აპლიკაციაში.
სად შეიძლება სიარული?
ტროტუარებზე, ველო და ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებზე, საგზაო მოძრაობის წესებით დაშვებულ სხვა ადგილებში.
შეგიძლიათ იაროთ მთელ ქალაქში, მაგრამ თვითმგორავი უნდა დატოვოთ ყვითელი ზონის ფარგლებში (იხ. რუკა დანართში).
სად შემიძლია დავტოვო თვითმგორავი?
წესი №1 – თქვენ უნდა დააპარკინგოთ თვითმგორავი რუკაზე არსებული ყვითელი ზონის ფარგლებში,. ის ჩანს აპლიკაციაში და მოიცავს ქალაქის უმეტეს ნაწილს.
უმჯობესია ქალაქის ველოსიპედის ავტოსადგომებზე პარკირება – იქ თვითგორავი ხელს არავის შეუშლის, ხოლო შემდეგი მომხმარებელი მარტივად შეძლებს მის პოვნას. ეს შესაძლებელია სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, მთავარია ის, რომ თვითმგორავმა არ დაბლოკოს ავტომობილები, ხელი არ შეუშალოს გამვლელებს, ტრანსპორტს და კომუნალურ სამსახურებს.
წარმოგიდგენთ პარკირებისთვის მოსახერხებელ ადგილებს:
- ოფისის მახლობლად
- სავაჭრო ცენტრთან ახლოს
- პარკში
- ველოსიპედის პარკირების ადგილას
სად არის დაუშვებელი პარკირება?
- კერძო ტერიტორიაზე
- დახურულ ავტოსადგომებში
- ვიწრო გასასვლელებში
- სახლების სადარბაზოებში
- მიწისქვეშა გადასასვლელებში
- ხიდების ქვეშ
P.S. გახსოვდეთ, რომ მგზავრობა აუცილებლად უნდა დაასრულოთ აპლიკაციის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმგორავი არ დაიბლოკება და თქვენ კვლავ ჩამოგეჭრებათ თანხა.
გაზს ვაჭერ, მაგრამ თვითმგორავი არ მიდის. რა მოხდა?
სავარაუდოდ თქვენ საკმარისად არ მიეცით ბიძგი. განბლოკეთ თვითმგორავი, ძლიერად მიეცით ბიძგი და მხოლოდ ამის შემდეგ დააჭირეთ გაზს.
ბარათი არ არის დაკავშირებული. რატომ?
უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზია – 3D Secure ტექნოლოგია. ბარათის დაკავშირებისას, თქვენ აკეთებთ გადამისამართებას ბანკის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ პაროლი (იგი SMS-ით მოდის). ბევრი ადამიანი ჩქარობს ამ ეტაპზე და აჭერს ღილაკს Submit (გაგრძელება) SMS-ის მიღების გარეშე.
კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი ის არის, რომ თქვენი ბარათით არ არის მხარდაჭერილი ონლაინ-გადასახადები.
თუ არც ერთი მათგანი არ გამოგადგათ, შეეცადეთ დააკავშიროთ სხვა ბარათი ან დაუკავშირდეთ ტექნიკური დახმარების სამსახურს.
თვითმგორავს ვერ ვპოულობ – იგი არის რუკაზე, მაგრამ ადგილზე არ არის.
ეს გამოწვეულია არასწორი GPS-სიგნალით – ის შეიძლება დაიკარგოს, თუ გარშემო მაღალი შენობებია. GPS-სიგნალი აირეკლება მათგან და აჩვენებს თვითგორავს არასწორ ადგილზე. სცადეთ მიმოიხედოთ გარშემო – სავარაუდოდ თვითმგორავი ქუჩის მოპირდაპირე მხარესაა.