მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

გამოქვეყნების თარიღი: 24.09.2020

1. რას არეგულირებს არსებული პოლიტიკა

1.1. არსებული მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდეგში  – პოლიტიკა) ვრცელდება ყველა ტიპის ინფორმაციაზე, მათ შორის პერსონალურ მონაცემებზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (შემდეგში – პერსონალური მონაცემები),  რომელსაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ილევენი“ და/ან მასთან აფელირებული პირები, რომლებიც ერთიანდებიან შპს „ილევენ“-თან ერთად ერთ ჯგუფში (შემდეგში – ილევენი), მიიღებენ ილევენის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ვებ-გვერდის/მობილური აპლიკაციის გამოყენების პროცესში ილევენის სავაჭრო ნიშნით აღნიშნული ელექტრონული სკუტერებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის მიზნით, (შემდეგში –  ილევენის სერვისი), ასევე ილევენის/ მასთან ასოცირებული პირების მიერ შესასრულებელი შეთანხმებისა და ხელშეკრულების შესრულების პროცესში.

1.2. პოლიტიკა განსაზღვრავს იმ პირთა პირადი ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და დაცვის წესს, რომლებიც წარმოადგენენ მომხმარებლებს ილევენის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, (მომსახურების ხელშეკრულება) და მოიჯარეები, რომლებიც ასეთად მიიჩნევიან საიჯარო ხელშეკრულების თანახმად (იჯარის ხელშეკრულება), რომლებიც ერთობლიობაში მოიხსენიებიან მოცემული პოლიტიკის ტექსტში, როგორც მომხმარებლები.

1.3. პოლიტიკასა და მომსახურების ხელშეკრულებას ან პოლიტიკასა და საიჯარო ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება პოლიტიკის პირობები.

1.4. ტერმინები და განმარტებები, რომლებიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან / და შემოღებული პოლიტიკის მიერ, გამოყენებულია იმ მნიშვნელობით, რომელიც მითითებულია მომსახურების ხელშეკრულებაში ან / და საიჯარო ხელშეკრულებაში.

2. პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების  მიზანი

2.1. ილევენი ამუშავებს მომხმარებელთა პირად ინფორმაციას კონკრეტული მიზნებისათვის და მხოლოდ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც შესაბამისია ასეთი მიზნების მისაღწევად. ამრიგად, ილევენი ამუშავებს პირად ინფორმაციას შემდეგი მიზნებისათვის:

2.1.1. მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაცია, ასევე მომხმარებლის მიერ მის მიერ შექმნილ ანგარიშზე წვდომის შესაძლებლობა;

2.1.2. მომსახურების მიწოდება, გადახდის შესრულება და ილევენის სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება მომხმარებლის წინაშე;

2.1.3. მომხმარებლებისთვის დახმარების გაწევა, მათ შორის, მომხმარებლისათვის შეტყობინებების გაგზავნა, ილევენის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოთხოვნა და გაგზავნა, მომხმარებლის წინაშე შეთანხმებების შესრულება და მომხმარებლის მოთხოვნებისა და პროგრამების დამუშავება;

2.1.4. ილევენის მუშაობის ანალიზი და გაუმჯობესება;

2.1.5. მომხმარებლის ინფორმირება მიმდინარე აქციების, ფასდაკლების და სხვა სარეკლამო და მარკეტინგული საქმიანობის შესახებ;

2.1.6. ილევენის კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფა, მათ შორის ილევენის ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დავალიანების შეგროვება ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება, პირის იდენტიფიცირება, რომელმაც ზიანი მიაყენა ილევენის ქონებას ან დაარღვია კანონი;

2.1.7. კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნით მონაცემთა მიწოდება კანონით დადგენილ შემთხვევებში;

2.1.8. სტატისტიკური და სხვა კვლევების ჩატარება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ანონიმირებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. რომელ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ილევენი თქვენ შესახებ

3.1. ილევენი არ ამოწმებს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პერსონალურ ინფორმაციას, გარდა მომხმარებლის ხელშეკრულებით ან / და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და არ შეუძლია განსაჯოს მისი საიმედოობა, ასევე იმის შესახებ, აქვს თუ არა მომხმარებელს პირადი ინფორმაციის მიწოდების უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, ილევენი მიიჩნევს, რომ მომხმარებელი აწვდის სანდო და საკმარის პერსონალურ მონაცემებს და ასევე ახდენს დროულად განახლებას.

3.2. განაცხადში ან / და ვებგვერდზე დარეგისტრირებისას, განაცხადის ან / და ვებსაიტის გამოყენებით, ასევე “ილევენი” სასაქონლო ნიშნით (სკუტერებით) აღნიშული ელექტრო სკუტერების გამოყენებისას, ილევენმა შესაძლოა შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს შემდეგი პირადი ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ, რომელიც მომხმარებლის მიერ პირადად არის მოწოდებული ან ილევენის მიერ ავტომატურად შეგროვებული:

3.2.1. მომხმარებლის მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების რეგისტრაციის დროს (ანგარიშის შექმნა), როგორიცაა გვარი და სახელი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ასაკი;

3.2.2. მომხმარებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, თუმცა  არ შემოიფარგლება თავად გადახის შესახებ მონაცემებით, რომელიც განხორციელთა მესამე პირთა გადახის სისტემების გამოყენებით.

3.2.3. IP მისამართი,  ქუქი ფაილები და სხვა სამეთვალყურეო ტექნოლოგიები იმ საიტების, ელემენტებისა და ფუნქციების, რომელთაც სტუმრობს მომხმარებელი,  გამოყენებული შაბლონები, გარკვეულ ფუნქციებთან ურთიერთქმედება, და სხვა ინფორმაცია მომხარებლის აქტივობის შესახებ ილევენის მომსახურებით სარგებლობის დროს. ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის დაგროვების მიზნით ილევენმა შესაძლოა მომხმარებელს გაუგზავნოს ქუქი ფაილები მის ელექტრონულ მოწყობილობაზე.

3.2.4. ინფორმაცია ელექტრონული მოწყობილობის (პლანშეტი, მობილური ტელეფონი, სმარტფონი და სხვა) შესახებ, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ილევენის მომსახურების მისაღებად, მოწყობილობის მოდელის, ოპერაციული სისტემის და ვერსიის ჩათვლით, მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორების და მობილური ქსელის შესახებ;

3.2.5. ინფორმაცია გეოლოკაციის შესახებ (ნავიგაციის მონაცემები), დროის ზონა; ილევენის მომსახურების გამოყენების ადგილი და დრო;

3.2.6. მომხმარებელსა და ილევენს შორის ინფორმაციის ტრაფიკის ფარგლებში გადაცემული ინფორმაცია ილევენის მომსახურეობის გამოყენებისას, აგრეთვე იჯარის ხელშეკრულების და / ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების და შესრულების პროცესში;

3.2.7. ილევენის მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩაწერილი ფოტომასალებში ან ვიდეორგოლებში მომხმარებლის  სურათი.

4. მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის განცხადება

4.1. მომხმარებელი სრულ და უპირობო თანხმობას უცხადებს შეგროვებაზე, ჩაწერაზე, სისტემატიზაციაზე, დაგროვებაზე, შენახვაზე, გამოყენებაზე, მოძიებაზე, გადაცემაზე, მათ შორის ტრანსსასაზღვრო გადაცემაზე, აგრეთვე სხვა ნებისმიერ კანონიერ ქმედებაზე,რომელიც უკავშირდება პერსონალურ მონაცემებს ავტომატური სისტმის გამოყენებით ამ მონაცემების ბაზის მართვას, ასევე სხვა ნებისმიერი გამოთვლითი ტექნოლოგიის გამოყენებით. (შემდეგში პერსონალური მონაცემების დამუშავება)

4.2. მომხმარებელი თანახმაა გამოყენებულ იქნას მომხმარებლის სურათი ფოტოებში ან ვიდეოში რომელთა დაფიქსირება განხორციელდა მომხმარებლის მიერ ილევენის იჯარის ხელშეკრულებით სარგებლობისასთან დაკავშირებით ნებისმიერ ვებ-საიტზე გამოყენების მიზნით, სოციალურ ქსელებში, სარეკლამო ან ნებისმიერი სხვა კომერციული მიზნებისათვის.

4.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს მიიღოს ინფორმაციული სარეკლამო შტყობინებები ილევენისაგან. ამ პირობაზე დათანმხებით მომხმარებელი ილევენს ნებას რთავს დაუკავშირდეს მას უშუალო კომუნიკაციის საშუალებებით (ინფორმაციული სარეკლამო შეტყობინებები ფასდაკლებების აქციების, ახალი შეთავაზებების და ა.შ. შესახებ), მათ შორის, თუმცა არ შემოიფარგლება, ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, ინტერნეტით და ა.შ. ასეთი საფოსტო გზავნილების სიხშირე ილევენი ცალმხრივად განსაზღვრავს მისი შეხედულებისამებრ. სერვისული შეტყობინებები, რომლებიც აცნობებს მომხმარებლის შესახებ ბალანსს, მოგზაურობის ისტორიას და ა.შ. მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვისაა და არ წარმოადგენს სარეკლამო ფოსტს.

4.4. მომხმარებელი თანხმდება, რომ თუკი აუცილებელია პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, მათ შორის, ელევენის მიერ მომხმარებლის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მომხმარებელთა პირადი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს, რომლებსაც ელევენმა შეიძლება დაავალოს მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავება ხელშეკრულების საფუძველზე. გაფორმებულია ასეთ პირებთან, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამგვარი მესამე მხარის მიერ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად, მისი დამუშავების დროს.

4.5. მომხმარებელი ეთანხმება, რომ თანხმობა რომელიც გაცხადებულია ელექტრონული ფორმით, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, ინფორმაციული სარეკლმაო შეტყობინებების მიღებაზე, არის თანხმობა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის, თანხმობის მიღების ფორმასთან დაკავშირებით, (მაგალითად, იგულისხმება წერილობითი თანხმობა და ა.შ.) რომელიც ადასტურებს ილევენის მიერ მის მიღებას.

5. პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა

5.1. პერსონალური მონაცემების შეგროვება ხორციელდება იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი შექმნის მის ანგარიშს ილევენის კუთვნის აპლიკაციაში ან საიტზე, მის მიერ ინფორმაციის წარდგენის ან შეცვლის საფუძველზე, ასევე აპლიკაციის გამოყენების პროცესში, საიტის,  დამხმარე მომსახურების და/ან  ილევენის მომსახურებით სარგებლობის მიზნით.

5.2. უმეტეს შემთხვევაში პერსონალური მონაცემები მუშავდება ავტომატურად ილევენის თანამშრომლების წვდომის გარეშე. ასეთი წვდომის საჭიროების შემთხვევაში, დაშვება მიეცემათ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სჭირდებათ ის მათი დავალების შესასრულებლად. მონაცემთა კონფიდენციალურობის დასაცავად და შესანარჩუნებლად, ყველა თანამშრომელმა უნდა შეასრულოს პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკა და პროცედურები. მათ ასევე უნდა დაიცვან ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც გამოიყენება პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.

5.3. ილევენმა ასევე შეიძლება გადასცეს ეს ინფორმაცია მასთან აფელირებულ კომპანიებს, ასევე სხვა კომპანიებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ელევნის საკუთრებაში არსებული კომპანიების ჯგუფს. ილევენის მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება ასეთ გადაცემას. ყველა შემთხვევაში, პერსონალური ინფორმაცია ასევე დამუშავდება მხოლოდ პოლიტიკაში მითითებული მიზნებისათვის.

5.4. პოლიტიკის მიზნების მისაღწევად და ილევენის მომსახურეობის ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, ილევენმა შეიძლება ასევე გადასცეს პერსონალური ინფორმაცია მესამე პირებს, რომლებიც არ არიან იმ პირთა ჯგუფის შემადგენლობაში, რომელებიც ილევენს ეკუთვნის. ილევენის სერვისის გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება ასეთ გადაცემას

5.5. ეს მესამე მხარე შეიძლება მოიცავდეს:

5.5.1. ნებისმიერი ეროვნული და / ან საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოს, სამართალდამცავ ორგანოებს, სამთავრობო სხვა ორგანოებს ან სასამართლოებს, რომელთა მიმართ ილევენი ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ინფორმაცია მოქმედი კანონის შესაბამისად;

5.5.2. მესამე პირები, თუ პირადი ინფორმაციის გადაცემაა საჭირო, მომხმარებლისთვის სათანადო მომსახურების გასაწევად ან მომხმარებლისთან დადებული გარკვეული ხელშეკრულების შესასრულებლად;

5.5.3. ნებისმიერი მესამე მხარე, რათა უზრუნველყოს ილევენის ან მესამე პირებისთვის იურიდიული დაცვა მომსახურების ხელშეკრულების, საიჯარო ხელშეკრულების, პოლიტიკის მომხმარებლის მიერ დარღვევის შემთხვევაში, ან იმ სიტუაციაში, როდესაც არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე.

5.6. ილევენმა იღებს მიიღოტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რათა დაიცვას პირადი ინფორმაცია უნებართვო, შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, დაკარგვისგან, შეცვლით, არაკეთილსინდისიერი გამოყენებისაგან, გამჟღავნებისგან ან დაშვებისაგან, აგრეთვე დამუშავების სხვა არასანქცირებული ფორმებისგან. უსაფრთხოების ეს ზომები მიღებული იქნა თანამედროვე ტექნოლოგიების დონის გათვალისწინებთ მათი განხორციელების ღირებულების, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

5.7. მომხმარებელი ადასტურებს მის სრულ და უპირობოდ თანხმობას ილევენის წინაშე, განსაზღვროს პერსონალირი მონაცემების დაცვის დონე, აგრეთვე მისი შენახვის მეთოდები და ადგილი (ტერიტორია).

5.8. ამავე დროს, მომხმარებელი ესმის და ეთანხმება, რომ ინტერნეტი ვერ უზრუნველყოფს პერსონალური ინფორმაციის აბსოლუტურ დაცვას მასში არსებული საფრთხეებისგან. მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პირადი ინფორმაცია მათ მიეწოდება საკუთარი რისკის ქვეშ და პასუხისმგებლობით, ხოლო მესამე პირების პირად ინფორმაციებზე უკანონო ქმედებების შემთხვევაში, მომხმარებელი თანხმდება, რომ პრეტენზია უნდა გაკეთდეს პირდაპირ ამ პირებზე.

5.9. ილევენი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ქმედებებზე, რომლებიც ინტერნეტის, აპლიკაციის ან საიტის არამართლზომიერი გამოყენების შედეგად, აქვთ წვდომა პირად ინფორმაციაზე, აგრეთვე მესამე პირების მიერ პირადი ინფორმაციის გამოყენების შედეგებზე, რისთვისაც ასეთი პირები არ იღებდნენ ილევენიდან წვდომას.

6. სად მუშავდება და ინახება პერსონალური მონაცემები

6.1. პერსონალური ინფორმაცია შეინახება რუსეთის ფედერაციაში ან / და სხვა იურისდიქციებში, სადაც ფუნქციონირებს ილევენის მომსახურება .რუსი მომხმარებლებისთვის: ილევენი ანხორციელებს ჩაწერას, სისტემატიზაციას, დაგროვებას, შენახვაა, დაზუსტებას (განახლებები, ცვლილებები), რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების პირადი მონაცემების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ მონაცემთა ბაზების გამოყენებით.

მომხმარებლებისთვის ყაზახეთის რესპუბლიკაში: ილევენი ინახავს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეების პირად მონაცემებს ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

6.2. ილევენის მომსახურებით სარგებლობის გასააქტიურებლად, პირად ინფორმაციას აგროვებს და იყენებენ ილევენი ან მასთან აფელირებული კომპანია, რომელიც ილევენის მომსაურებით უზრუნველყოგს მათ შესაბამის იურისდიქციებში.

6.3. თუ მომხმარებელი იმყოფება იმ ტერიტორიაში, სადაც მომხმარებლის თანხმობაა საჭირო პირადი ინფორმაციის (ინდივიდუალური ინფორმაციის) სხვა იურისდიქციისთვის გადაცემისთვის, შემდგომში ილევენის მომსახურეობი გამოყენებით, მომხმარებელი ილევენს აძლევს თავის აშკარა და ცალსახა თანხმობას ასეთი გადაცემის ან შენახვისთვის, ან / და ინფორმაციის დამუშავების სხვა საკითხებში. იურისდიქციები, მათ შორის რუსეთი.

6.4. ილევენი ინახავს პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რამდენიც აუცილებელია მისი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მოხდა მისი მოპოვება, ან შესაბამისი იურისდიქციის სამარართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად.

7. მომხმარებლის უფლებები

7.1. თუ ეს მოქმედი კანონით არის გათვალისწინებული, მომხმარებელს უფლება აქვს ელევენის მიერ დამუშავებულ პირად ინფორმაციაზე წვდომაზე პოლიტიკის თანახმად.

7.2. თუ მომხმარებლის მოსაზრებით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ინახავს ილევენი მომხმარებლის შესახებ – არასწორია ან არასრულია, მომხმარებელს შეუძლია  შევიდეს მის ანგარიშზე და შეცვალოს და/ან წაშალოს პერსონალური მონაცემები დამოუკიდებლად ან წერილობითი თხოვნით მიმართოს ილევენს.

7.3. თუ ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს:

7.3.1. მოითხოვოს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის ან მისი ნაწილის ამოღება;

7.3.2. გააუქმოს რეგისტრაციისას გაცემული თანხმობა მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე. ამავდროულად, მომხმარებელი ესმის და ეთანხმება, რომ პირადი ინფორმაციის დამუშავებაზე თანხმობის გაუქმება ავტომატურად ნიშნავს ილევენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას – მომხმარებლის ანგარიში დაიბლოკება და დაბლოკვა ნიშნავს ილევენის მომსახურებით სარგებლობის შეუძლებლობას, ასევე პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე ხელახლა თანხმობის საჭიროებას. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მომხმარებელი ილევენის მომსახურების გამოყენებას ისურვებს;

7.3.3. გააუქმოს  თანხმობა ილევენიდან სარეკლამო კომუნიკაციის მიღებაზე;

7.3.4. მოითხოვოს შეზღუდვები პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ან / და დამუშავების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე დამუშავებული პესრონიკული ინფორმაციის განადგურება;

7.3.5. უარი თქვას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თუ ეს გათვალისწინებულია მოქმედი კანონით.

7.4. ილევენი დააკმაყოფილებს ასეთ მოთხოვნებს მოქმედი კანონის შესაბამისად.

7.5. მოქმედი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს სხვა უფლებები, რომლებიც არ არის მითითებული ზემოთ.

7.6. მომხმარებელს უფლება აქვს განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები თავისი ანგარიშის მეშვეობით, ხოლო ინტერფეისის განსაკუთრებული ფუნქციის არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი განცხადების გაგზავნით ილევენის მისამართზე შესაბამის იურისდიქციაში, ან ელექტრონული ფოსტით.

8. საბოლოო დებულებები

8.1. პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი იღებს პოლიტიკის ყველა პირობას. მომხმარებლის მიერ პოლიტიკის პირობების მიუღებლობის შემთხვევაში, აპლიკაციის ან საიტის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

8.2. ილევენს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები პოლისში, მომხმარებლის წინასწარი ან შემდგომი შეტყობინების გარეშე. პოლიტიკის ცვლილებები ძალაში შედის 10 დღის განმავლობაში, ცვლილებების შეტანა ან პოლიტიკის ახალი ვერსიის განთავსებიდან საიტზე ან / და განაცხადში.

8.3. მომხმარებელი დამოუკიდებლად აკონტროლებს პოლიტიკის ცვლილებებს და გაეცნობა პოლიტიკის მიმდინარე ვერსიას. მომხმარებლის მიერ  საიტით ან აპლიკაციით სარგებლობის გაგრძელება, ასევე ილევენის მომსახურებით სარგებლობა ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შემდეგ გულისხმობს მათ მიღებასა და თანხმობას მომხმარებლის მხრიდან.